ირაკლი კობახიძე / ბრიფინგი "ოცნების" გორგასლის ოფისში

ირაკლი კობახიძე

15 Jan. 2025, 21:00

ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას ყველა ფაქტთან მიმართებით.

არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლევან გოგიჩაიშვილი ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მუშაობას ეხმაურება4386 ნახვა
  2. კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე აეროპორტში თავდასხმას ეხმაურება3270 ნახვა
  3. Fox News: რუსეთმა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პირობები წამოაყენა1804 ნახვა
  4. ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს კვერცხები და მანდარინები ესროლეს1345 ნახვა
  5. უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე "გამარჯვების" გამოცხადებისთვის ემზადება812 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~