ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელელ, არაბ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი გახდა, ვინც საჯაროდ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე.
"ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება გვაქვს. ისინი მალე გათავისუფლდებიან. მადლობა!" — წერს ტრამპი.
ერთ-ერთი არაბი დიპლომატის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. მოგვიანებით, კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი პრესკონფერენციას გამართავს დოჰაში, რომელზეც შეთანხმების დეტალებს გააჟღერებს.
მოგვიანებით, "ჰამასის" ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა დაადასტურა ტერორისტულ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები