TI: მოვითხოვთ, რომ შსს-მ და პროკურატურამ სასწრაფოდ მიიღონ ზომები [ზვიად ქორიძეზე] თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების უმოკლეს ვადაში დასაკავებლად

"მოვითხოვთ, რომ შსს-მ და პროკურატურამ სასწრაფოდ მიიღონ ზომები [ზვიად ქორიძეზე] თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების უმოკლეს ვადაში დასაკავებლად", — ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) X-ზე წერს. მათი თქმით, ამ თავდასხმაში, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობდნენ, რაც აშკარად საქართველოში მათი ორგანიზაციის წევრებზე მიზანმიმართულ შურისძიებას აჩვენებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" გმობს ფიზიკურ თავდასხმას ჩვენს კოლეგა ზვიად ქორიძეზე.
ამ თავდასხმაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ პარტია ქართული ოცნების წევრები, რაც აშკარად აჩვენებს მიზანმიმართულ შურისძიებას ჩვენი ორგანიზაციის წევრების მიმართ საქართველოში. ჩვენ არ შევეგუებით ამ დაშინებას და ძალადობას და მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ სასწრაფოდ მიიღონ ზომები თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების უმოკლეს ვადაში დასაკავებლად.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უახლეს ინფორმაციას, — ნათქვამია TI-ს განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები