როგორ აპირებს ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პროგრამის მიხედვით, ქართული ოცნება ამომრჩეველს სთავაზობს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას.
პროგრამაში საუბარია რუსეთთან ურთიერთობის ქრონიკაზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე:
"საქართველოსთან მიმართებით რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფას, მიზანმიმართულად ახორციელებს უკანონო ქმედებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გულისხმობს სოხუმსა და ცხინვალთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, ხელოვნური ბარიერების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას. მასშტაბური ხასიათი აქვს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უფლებების უხეშ ხელყოფას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ყველაზე რთული საკითხები რეგულარულად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ამოქმედებამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა, წინა წლებთან შედარებით, ტრაგიკული შემთხვევები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში."
პროგრამის მიხედვით, ოცნების პოლიტიკის მთავარი მიზანია დიალოგის ფორმატში სასურველი შედეგის მიღწევა - საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, მისი მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი საგარეო პირობების შექმნა:
"რუსეთის მიმართ პრაგმატულმა პოლიტიკამ, ორმხრივი დიალოგის დაწყებამ და წარმოებამ, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა შეიარაღებული კონფლიქტის განახლების ალბათობა რაც ქვეყნის, ასევე შიდაპოლიტიკური, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მოსკოვთან ორმხრივი დიალოგის შედეგად, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში. 2013-2016 წლებში, საქართველოს ექსპორტმა რუსეთში ასობით მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი მოგება ნახეს ქართულმა სატრანსპორტო კომპანიებმა. ორმხრივი დიალოგის ფორმატში, შევძელით ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. 2016 წელს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის. გაიზარდა საქართველოში რუსეთიდან ტურისტთა რაოდენობა -2016 წელი ამ თვალსაზრისით რეკორდული იქნება. 2014 წლის ივლისში, საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2006-07 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დეპორტაციას. დიალოგი რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა ამა თუ იმ სფეროში არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე."
ქართული ოცნება მოსახლეობას ჰპირდება, რომ კვლავ გააგრძელებს რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები