კობახიძის თქმით, უკრაინა მისი მთავრობის "აგრესიულმა, ყოვლად უსარგებლო, უხეშმა რიტორიკამ და ინტენსიურმა მილიტარიზაციამ" მიიყვანა ომამდე

ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინა მისი მთავრობის "აგრესიულმა, ყოვლად უსარგებლო, უხეშმა რიტორიკამ და ინტენსიურმა მილიტარიზაციამ" მიიყვანა ომამდე. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა.
bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე — უკრაინამ რა გააკეთა ისეთი, რის გამოც ომი დაიწყო იქ და რა არ გააკეთა საქართველომ, რის გამოც ავირიდეთ ომი?, — კობახიძე პასუხობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა ინტენსიურ მილიტარიზაციას და აგრესიულ რიტორიკას, რაც "ოცნების" ხელისუფლებამ არ გააკეთა. უკრაინის ხელისუფლება კი წავიდა ამაზე და სწორედ ამის გამო დაიწყო ომი უკრაინაში. მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან კი "დიფ სთეითი" დგას.
გთავაზობთ ბრიფინგის იმ ფრაგმენტს, სადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე წარიმართა კითხვა-პასუხი ოცნების პრემიერსა და bm.ge-ს ჟურნალისტს შორის.
ი.კ.: ჩვენ ოპოზიცია გვთხოვდა, გამოხატულ ინტენსიურ მილიტარიზაციას და აგრესიულ რიტორიკას. ამას რომ არ ვაკეთებდით, გვეძახდნენ პრორუს ხელისუფლებას. იგივეს აკეთებდა, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება. ეს იყო აგრესიული, ყოვლად უსარგებლო, უხეში რიტორიკა. ეს იყო უხეში დამოკიდებულება მინსკის შეთანხმების მიმართ, ეს იყო ინტენსიური მილიტარიზაცია.
bm.ge: ე.ი. რუსეთი გააღიზიანა უკრაინამ?
ი.კ.: იყო პროცესები, რამაც საბოლოო ჯამში მდგომარეობა მიიყვანა რუსეთის სამხედრო აგრესიამდე უკრაინაში. ჩვენ ავიცილეთ ეს ყველაფერი თავიდან.
bm.ge: რომ გავიგო, უკრაინის მთავრობის დამოკიდებულებამ და ხისტმა პოლიტიკამ მიიყვანა რუსეთი იქამდე, რომ ომი დაეწყო უკრაინაში?
ი.კ.: ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მიდიოდა ამ ომამდე. ჩვენ რომ არ ვაკეთებდით იმას, რასაც ითხოვდა საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ არ მოხდა ის [საქართველოში], რაც მოხდა უკრაინაში.
bm.ge: ანუ უკრაინის მთავრობის ბრალი ყოფილა, თქვენი თქმით, ომის დაწყება?კობახიძის თქმით, უკრაინა მისი მთავრობის „აგრესიულმა, ყოვლად უსარგებლო, უხეშმა რიტორიკამ და ინტენსიურმა მილიტარიზაციამ“ მიიყვანა ომამდე.
ი.კ.: მე არ მითქვამს, რომ უკრაინის ბრალია ომი, მე ვთქვი, რომ უკრაინამ ვერ აიცილა ის, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები