რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მადლობას უხდის ნეით სიბლის და ჰადსონის ინსტიტუტს მათი მკაფიო პოზიციის გამო დაუწესოს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესმენი X-ზე აქვეყნებს.

"მადლობა ნეით სიბლის და ჰადსონის ინსტიტუტს მკაფიო განცხადებისთვის, სადაც ისინი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, დააწესონ სანქციები ივანიშვილზე, მისი ოჯახის წევრებსა და უახლოეს გარემოცვაზე. ივანიშვილმა გააყალბა საქართველოში არჩევნები და მიყიდა ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს.", — წერს კონგრესმენი.