ხათუნა ლაგაზიძე ბურჭულაძეზე: მან გაყიდა საკუთარი პარტია, იდეები და საკუთარი ხალხი
პაატა ბურჭულაძის ბლოკის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე, ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც On.ge-სთან საუბარში საარჩევნო სუბიექტის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც ლაგაზიძემ განგვიცხადა, როდესაც ბურჭულაძის პარტია გირჩის კოალიციასთან გაერთიანდა, გუნდის შიგნით საუბრობდნენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო იმისთვის, რომ პარტიას ფინანსური კრიზისი ჰქონდა. თუმცა, ლაგაზიძე განმარტავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება:
"იმ დღიდან, როდესაც გავერთიანდით გირჩთან, არცერთი კომენტარი არ გამიკეთებია მედიით, რადგან სანამ საბოლოოდ არ გაირკვეოდა სიის კონფიგურაცია, არანაირი სურვილი არ მქონდა მათთან [ახალადშექმნილ ბლოკთან] ასოცირების. მე იმედი მქონდა და ყველაფერს ვაკეთებდით პარტიაში იმისთვის, რომ ეს შეერთება გამოგვეყენებინა პარტიის გადარჩენისთვის და პარიტეტულ საწყისებზე მაინც ყოფილიყო სია დაკომპლექტებული. ასეთ შემთხვევაში, კიდევ დავუჯერებდით ბურჭულაძეს, რომ ეს ნაბიჯი პარტიის გადარჩენისთვის გადადგა. რეალურად მან ეს ნაბიჯი მხოლოდ საკუთარი გამორჩენისთვის გადადგა, რადგან პირველ 12 კაცში მისი მხოლოდ 3 ადამიანია. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გადადგმული ნაბიჯი და ამის დასტური არის მისი საპარლამენტო სია".
ლაგაზიძემ განმარტა, რომ ის სიას დაელოდა იმიტომ, რომ დღეს თამამად ეთქვა ბურჭულაძისთვის, რომ ის არის გამყიდველი და არა მისი გუნდის წევრები:
"ერთი, როდესაც ეს გაერთიანება შედგა და ბევრმა ადამიანმა დატოვა პარტია, იმის მაგივრად, რომ ბურჭულაძეს ჰქონოდა მცდელობა მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის აეხსნა, რა გახდა ამის მიზეზი და ეთხოვა გვერდში დგომა, მან პირიქით, რამდენიმე ეთერით განაცხადა, რომ ვისაც უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ესენი ჩანერგილები იყვნენო. აქიდან გამომდინარე, ჩემს წამოსვლას ის ამ დროს გამოაცხადებდა, ღალატად. როცა მე მას ღიად შემიძლია ვუთხრა, რომ მას გუნდი კი არ ჰყავდა მოღალატე, გუნდი კი არ მიატოვა, მან უღალატა გუნდს და გაყიდა საკუთარი გუნდი. ბლოკში გაერთიანება კი არის პირობითი".
მისი თქმით, დასტური იმისა, რომ ბურჭულაძის ეს ნაბიჯი პარტიის გადარჩენას კი არ ემსახურებოდა, პარტიის გაყიდვას ემსახურებოდა, არის მისი სია.
ჩვენს შეკითხვას, რა არის ბურჭულაძის პირადი ინტერესი და ვის მიყიდა ბურჭულაძემ პარტია, ლაგაზიძემ უპასუხა, რომ ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური ინტერესი, ხოლო ჩვენს შეკითხვაზე პასუხი ბურჭულაძის ბლოკის სიაშია:
"მან გაყიდა პარტია საკუთარი ინტერესებისთვის. მან მიყიდა თავისი პარტია მათ, ვისითაც დღეს მისი სიაა დაკომპლექტებული".
ბურჭულაძის ბლოკი საარჩევნო სიის პირველი 12 წევრი კი ასე გამოიყურება:
- პაატა ბურჭულაძე
- გიორგი ვაშაძე
- დავით ჯანდიერი
- ვახტანგ მეგრელიშვილი
- ირაკლი ყიფიანი
- იაგო ხვიჩია
- დავით კიზირია
- გიორგი მელაძე
- მევლუდ ხეშერაშვილი
- მამუკა კაციტაძე
- გიორგი პაპავა
- ზურაბ კაფარიძე
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
კომენტარები