ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პოსტს, სავარაუდოდ, მეშვიდედ დაიკავებს. საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მან ხმათა 87.6% მიიღო.

ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნებამდე განაცხადეს, რომ ის ლუკაშენკო არ ატარებს არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რადგან დამოუკიდებელი მედია ბელარუსში აკრძალულია, წამყვანი ოპოზიციონერების ნაწილი კი დაპატიმრებული ან გაქცეული ქვეყნიდან. საპასუხოდ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლეგიტიმაცია მას სულაც არ სჭირდება.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, აქტივობა 81.5%-ს შეადგენდა.