ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას დებატების გარეშე მიიღებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას დებატების გარეშე 24 საათში მიიღებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამის შესახებ ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა დააყენა და მხარდაჭერა მიიღო.
"საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი — მხოლოდ ქართული ოცნებით. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ", — განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა.
ასამბლეის წესდების თანახმად, ამ გადაწყვეტილების დებატების გარეშე მიღებას ასამბლეის 30 წევრზე მეტის ხმა სჭირდება. ობერგის ინიციატივას 30-ზე მეტი წევრი დაეთანხმა. შესაბამისად საკითხზე გადაწყვეტილება 24 საათში გახდება ცნობილი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერებაზე დასმულ კითხვას უნგრეთში სამუშო ვიზიტით მყოფმა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება შეჩერდა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები