ვიქტორ ორბანი: დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ

"დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტო", — ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.
ორბანი პაპუაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
"დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე", — დაწერა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ორბანის განცხადებას რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი გამოეხმაურა. მან X-ზე ბიძინა ივანიშვილისა და ჯორჯ სოროსის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "პრემიერმინისტრი ორბანი ცდება, ბიძინა ივანიშვილი რეალურად კარგად იცნობს სოროსს".

ბიძინა ივანიშვილი და ჯორჯ სოროსი
ფოტო: Joe Wilson
"სამწუხაროდ, პრემიერმინისტრი ორბანი ცდება. ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ირანის რეჟიმის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი რეალურად კარგად იცნობს სოროსს", — წერს ჯო უილსონი X-ზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები