28 იანვარს საქართველოში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება

უწყვეტი პროტესტის 62-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში 11 აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართება 6 დიდ ქალაქში — ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ახმეტა, ქუთაისსა და ახალციხეში.
დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების ჩამონათვალი ასეთია:
თბილისი
13:00 — "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი — კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სახალხო დამცველის ოფისთან ბრიფინგს გამართავს — ირაკლი ფაღავას 6;
15:00 — მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია — სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან (მიხეილ ასათიანის 9);
19:00 — პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
19:00 — აქცია საქართველოს პარლამენტთან;
21: 00 — მხატვართა აქცია — ცისფერი გალერეის წინ;
ახმეტა
17:00 — ბოლომდე ვიბრძოლებთ — მერიის წინ;
ახალციხე
18:00 — არა რუსულ რეჟიმს! — შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმი
19:00 — სამშობლოს სამსახურში! — საკონსტიტუციო სასამართლოსთან;
ზუგდიდი
18:00 — ბრძოლა გამარჯვებამდე — სამხარეო ადმინისტრაციის წინ;
თელავი
15:00 — უწყვეტი პროტესტი თელავში! — მერიის წინ;
ქუთაისი
19:00 — კი ევროპას, არა რუსეთს! — ქუთაისის მერიის წინ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები