"მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო [...] ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა". — წერს ბათუმში აქციაზე დაკავებული მედროშე თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში თაზო მახარაძე ავრცელებს.

"მე მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო. აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?

ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ. დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოსთვის ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა. მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, ვერაფერმა დამიბორკილა ხელები და ციხეში ვერ ჩამსვა". — ნათქვამია ქათამაძის წერილში.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.