საყოველთაო ჯანდაცვის შენარჩუნება და ოცნების სხვა დაპირებები
პარტია ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის კუთხით, ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ჰპირდება. მათი წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულია, რომ გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის.
ქართული ოცნება გეგმავს, რომ გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა. ასევე, მათივე დაპირებით, გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, მათ შორის C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს.
წინასაარჩევო დაპირების თანახმად, გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობა და ხარისხი, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე.
ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში:
- გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა
იმუნიზაციის პროგრამა; - საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.
ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მხრივ, ქართული ოცნება აპირებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სტანდარტული პაკეტი დახვეწოს და დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაუტოვოს.
რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ქართული ოცნება აცხადებს, რომ სისტემურ რეფორმას განახორციელებს. მათი გეგმით, სახელმწიფო შეისყიდის სტრატეგიულ მედიკამენტებს, მეორე მხრივ კი დაინერგება წამლის ხარისხის კონტროლი.
ჯანდაცვის რეფორმასთან ერთად, ქართული ოცნება გეგმავს, რომ არსებული სოციალური დაცვის პროგრამაც დახვეწოს, ისე რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები. მათი თქმით, ამ მხრივ გამკაცრდება მონიტორინგი.
ამას გარდა, ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. მათივე დაპირებით, სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით - ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას.
ქართული ოცნების პროგრამის სოციალური დაცვის ნაწილი ასევე ეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელის დანერგვასაც:
"დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან".
ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით, დაინერგება სახელმწიფო პროგრამა - ცხოვრება გრძელდება.
"პროგრამის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის".
დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ქართული ოცნება ამომრჩეველს ჰპირდება, რომ სახელმწიფო 2000-მდე ბინას შეისყიდის მენაშენეებისგან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში კი, სულ მცირე 3000 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
პარტია ასევე აცხადებს, რომ გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული.
ქართული ოცნება გამარჯვების შემთხვევაში, ეკომიგრანტებსაც ჰპირდება დახმარებას. მათი განცხადებით, გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი:
"დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლების შეძენა".
დასაქმების გასაუმჯობესებლად, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი შრომის ბაზრას დეტალურად გამოიკვლევენ და დახმარებას გაუწევენ სამუშაოს მაძიებლებს პროფესიის არჩევის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით.
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
კომენტარები