უწყვეტი პროევროპული პროტესტის რიგით 76-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა — პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებიც.

რუსთაველის გამზირი პროტესტის ცენტრად მორიგ ჯერზე 28 ნოემბერს იქცა, როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხი 2028 წლამდე შეჩერდეს.