უწყვეტი პროევროპული პროტესტის რიგით 76-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა — პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობის მონაწილეებიც.

მსოფლიო დონის ქართველ საოპერო მომღერალს დღეს 70 წელი შეუსრულდა, თუმცა, როგორც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ დაუთმო.

რუსთაველის გამზირი პროტესტის ცენტრად მორიგ ჯერზე 28 ნოემბერს იქცა, როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხი 2028 წლამდე შეჩერდეს.