Associated Press ტრამპის ადმინისტრაციის 3 მაღალჩინოსანს სასამართლოში უჩივის

საინფორმაციო სააგენტო Associated Press აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის 3 ოფიციალურ პირს სასამართლოში უჩივის. საჩივარი ეხება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ღონისძიებებზე გამოცემის ჟურნალისტების არშეშვებას — AP ადმინისტრაციას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
Associated Press მასალაში მექსიკის ყურის ნაცვლად "ამერიკის ყურეს" — ტრამპის მიერ ინაუგურაციის მომდევნო დღეს შემოღებულ ფორმულირებას — არ იყენებს. სწორედ ამის გამო, გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ახორცილებს არაკონსტიტუციურ ძალისხმევას, აკონტროლოს სიტყვის თავისუფლება და AP-ის ჟურნალისტებს საპრეზიდენტო ღონისძიებებზე დასწრების უფლებას არ აძლევს.
ასევე იხილეთ: ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაერქვა
საჩივრის სამიზნეები არიან თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზან უაილსი, უაილსის მოადგილე ტეილორ ბუდოუიქი და თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი.
"ეს მიზანმიმართული თავდასხმა AP-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შესაძლებლობაზე, შეაგროვოს და გადმოსცეს ახალი ამბები და პირდაპირ ურტყამს კონსტიტუციის პირველ შესწორებას. ეს სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს", — აღნიშნულია გამოცემის საჩივარში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები