The WSJ: საქართველო ერთადერთი თანასპონსორია გაეროში უკრაინის შესახებ აშშ-ის რეზოლუციის პროექტის, რომელიც რუსეთს არ ადანაშაულებს

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს - რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკული არ არის - ერთადერთი მხარდამჭერი ჰყავს, საქართველოს მთავრობა. გამოცემა საქართველოს მთავრობაზე საუბრობს, როგორც ქვეყანა, რომელთანაც მოსკოვის კავშირები “ბოლო პერიოდში გალღვა”.
გამოცემის თანახმად, 22 თებერვალს აშშ-მ მიმართა გაეროს იმ რეზოლუციის გაუქმებისკენ, რომელიც უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით შეადგინა, ომის დაწყების მესამე წლისთავის აღსანიშნავად. ამის ნაცვლად, აშშ-მა წარმოადგინა რეზოლუციის თავისი პროექტი.
აშშ-ის პროექტი სულ სამი პუნქტისგან შედგება, ტექსტში გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის "სწრაფი დასრულებისკენ" და სინანული "სიცოცხლის დაკარგვაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მსვლელობისას".
უკრაინის რეზოლუცია კი 21 პუნქტისგან შედგება. უკრაინის მიერ შემუშავებული, გრძელი რეზოლუციის პროექტი შეჭრაში რუსეთს ადანაშაულებს და მას აკისრებს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე და მოითხოვს, მოსკოვმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
"კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს ერთ მხარეს ათავსებს, უკრაინას და ევროპას მეორე მხარეს, რაც ევრო-ატლანტიკური დაძაბულობის ყველაზე დრამატული გამოვლინებაა წლების განმავლობაში," — აღნიშნავს WSJ.
WSJ -ს ცნობით, ამერიკელი დიპლომატები ევროპელ კოლეგებს ატყობინებენ, რომ ვაშინგტონი შეეწინააღმდეგება უკრაინის რეზოლუციას და ევროპელებს მოუწოდებენ კიევი ტექსტის გაწვევაზე დაიყოლიონ.
დიპლომატები ამბობენ, რომ აშშ-მა პარასკევს უკრაინის წარმომადგენლებს რეზოლუციის უკან გაწვევა მოსთხოვა, რაზეც უკრაინამ უარი განაცხადა. პარალელურად, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს სთხოვეს რეზოლუციის პროექტის შეცვლა - რაზეც, დიპლომატების ინფორმაციით, აშშ-მა უარი თქვა.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები