გერმანიის საპარლამენტო არჩევნების საბოლო შედეგები — როგორ გადანაწილდება მანდატები ბუნდესტაგში?

გერმანიის 2025 წლის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა. DW-ს მონაცემებით CDU/CSU-მ ხმების 28.6% აიღო.
არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), რომელმაც თითქმის გაიორმაგა თავისი ხმები და მეორე ადგილზე გავიდა ხმების 20.8%-ით.
სოციალ-დემოკრატებმა (SPD), ამჟამინდელი კანცლერის ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს ფედერალურ არჩევნებში, არამედ წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების ყველაზე დიდი დანაკარგი აღმოაჩნდათ.
ბოლო მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) – 28.6%;
ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – 20.8%;
სოციალ-დემოკრატებმა (SPD) – 16.4%;
მემარცხენეები — 8.8%;
მწვანეები — 11.6%.
თავისუფალი დემოკრატები — 4.3%;
ვაგენკნეხტის ალიანსი — 5%.

გერმანიის არჩევნები/DW
ბუნდესტაგში 630 ადგილია. პარტიების მანდატების რაოდენობა მათი ხმების წილით განისაზღვრება . პარტიამ პარლამენტში შესასვლელად ხმების მინიმუმ 5% უნდა მიიღოს. თუმცა, გამონაკლისი ეძლევა პარტიებს, რომლებიც წარადგენენ გამარჯვებულ კანდიდატებს სულ მცირე სამ საარჩევნო ოლქში: სამი ინდივიდუალური მანდატის მოპოვება 5%-იან ბარიერს უხსნის შესაბამის პარტიას.
პარტიების მიხედვით ბუნდესტაგში ადგილზე ასე გადანაწილდა:
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) – 208 ადგილი;
ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – 152 ადგილი;
სოციალ-დემოკრატები (SPD) – 120 ადგილი;
მემარცხენეები — 64 ადგილი;
მწვანეები — 85 ადგილი;
5%-ზე ნაკლები —1 ადგილი.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა კვლავ გამორიცხა ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) კოალიციაში შესვლა:
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ AfD-სთან კოალიციაში არ შევალთ და AfD-ს ამომრჩევლებმა ეს წინასწარ იცოდნენ და მათ ამ პარტიას დაუჭირეს მხარი ამის მიუხედავად. ახლა გვჭირდება, რომ ვიპოვოთ გზა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და ეს უფრო აშკარა გახდება ამ საღამოს, როცა საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი", — თქვა მერცმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატორების პარტიამ ძალიან დიდ და მაღალი მოლოდინების მქონე არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც აშშ-ში, გერმანელი ხალხი დაიღალა საღი აზრის არმქონე იმ დღის წესრიგით, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და იმიგრაციის მხრივ, რომელიც მრავალი წელი დომინირებდა. ეს დიდებული დღეა გერმანიისთვის და ბატონი დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მყოფი აშშ-სთვის. გილოცავთ ყველას - კიდევ მრავალი გამარჯვება იქნება!," – წერს ტრამპი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები