სანდრო ცნობილაძე: მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს და შეიძლება, ნახონ, არის არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები

დღეს, 24 თებერვალს სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა.
საგამოძიებოს განცხადებით, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობს, რომ მისგან მაქსიმუმ არგენტინის ნაკრების წარმატების და ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოები შეიძლება ამოიღონ.
"მოვიდნენ დილას, მოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი რამე ფაქტია, საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიქნებოდი. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. შემოვიდნენ დილას, სადღაც, 11:00 იყო. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შემოსვლის ფორმა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები და ძალიან სასაცილოა ის, რომ დისკებზე არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა… წაღებულია ლეპტოპები. შეიძლება იქ საფეხბურთო რაღაცები არი… მთელი ჩემი ცხოვრებაა, ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და შესაბამისად, ესენია წაღებული. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. ჩემი შვილის მისამართით იყო, ტელეფონს წაგართმევთო და ა.შ.
[პირადი ცხოვრების ხელყოფის გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემთვის ცოტა სასაცილო ამბავია. მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს და შეიძლება, ნახონ, არის არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი ჩემი დაკვირვებით და შეხედულებით, არის უბრალოდ შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის და აქვე კიდევ დავაფიქსირებ, მაინც ყველა დღე ვიდგები აქციაზე, ყველა დღე გავაპროტესტებ. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ", — ამბობს სანდრო ცნობილაძე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები