საკონსტიტუციო სასამართლომ LSD-ის ერთჯერადი მოხმარების დოზის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ LSD-ის (ლიზერგიდის) ერთჯერადი მოხმარების დოზის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო.
გადაწყვეტილება საქართველოს სახელით ოთხმა მოსამართლემ მიიღო: ვასილ როინიშვილმა (სხდომის თავმჯდომარე), ევა გოცირიძემ (წევრი), გიორგი თევდორაშვილმა (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე) და გიორგი კვერენჩხილაძემ (წევრი).
მოსამართლეებმა არაკონსტიტუციურად ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 10 მარტამდე ლიზერგიდის (LSD) მცირე ოდენობით ფლობისთვის პატიმრობა იყო გათვალისწინებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 0,000172 გრამამდე LSD-ს პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვის შემთხვევაშიც კი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
2016 წლის 7 მარტს საქართველოს ცხრა მოქალაქემ სასამართლოს სარჩელით მიმართა, ხოლო საბოლოო განაჩენი 2025 წლის 6 მარტს გამოცხადდა. მოსარჩელეებს წარსულში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობის ფლობისთვის პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მათი არგუმენტით, ასეთი მცირე რაოდენობის ნარკოტიკების ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ უნდა ითვალისწინებდეს.
საქმის შესწავლა 9 წელი გაგრძელდა, კერძოდ, იყო თუ არა კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების გარკვეული რაოდენობის ფლობისთვის პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციური.
ნარკოტიკის განხილული ოდენობები იყო:
- 0.000172 გრამი ლიზერგიდი (LSD)
- 0.4 გრამი მორფინი
- 3.48 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA
- 0.3483 გრამი მეტადონი
- 0.2640 გრამი ჰეროინი
- 0.0047 გრამი დეზომორფინი
- 0.0149 გრამი ბუპრენორფინი
მოსამართლეებმა კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნის ის ნაწილი არ დააკმაყოფილეს, რომლის მიხედვითაც მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეტადონისა და ბუპრენორფინის ტიპის ნარკოტიკული საშუალების აღნიშნული ოდენობების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების გაუქმება იყო მოთხოვნილი.
საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული ნარკოტიკები სადავო ოდენობები ერთი მოხმარებისთვის საჭირო დოზას აღემატებოდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს პრეპარატები ოპიოიდების ჯგუფს ეკუთვნის და დამთრგუნველ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთჯერადად მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის გამო პატიმრობის დაკისრება არაკონსტიტუციურია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები