ადვოკატი მიგინეიშვილი: შსს-მ ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი Facebook პოსტში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შსს საჩივრის განხილვას 1-თვიან ვადაში ვერ ასწრებდა და ვადა 3 თვემდე სწორედ ამ მიზეზით გაზარდა. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ თითოეული განხილვის პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადა 2 თვით გადაიდება.
"ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც," — წერს მიგინეიშვილი ფეისბუქ-პოსტში.
მიგინეიშვილის განცხადებას კიდევ ერთი მოქალაქეც ადასტურებს. მისი თქმით აქციაზე გზის გადაკეტვისთვის მიღებული ჯარიმა მან შსს-ში გაასაჩივრა და 12 მარტს ფოსტით მიუტანეს დადგენილება, რომლითაც, მისი თქმით, ეცნობა, რომ საჩივრის განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გაგრძელდა — აცხადებს ტაბულა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები