საჯარო რეესტრმა პარტია “ფედერალისტები” დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა ფედერალისტები პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა. ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
"ფედერალისტებო, გილოცავთ, დარეგისტრირდა ჩვენი პარტია!" — წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მანამდე ფედერალისტებმა იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი ორჯერ შეიტანეს. მათი თქმით, პირველი განაცხადი რეესტრმა ტექნიკური მიზეზებით დაახარვეზა.
13 თებერვალს ფედერალისტებმა პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანეს.
"ჩვენ მეორე ჯერზე შეგვაქვს ქართული ოცნების ანალოგიური წესდება და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკური მოტივია" — ნათქვამი იყო პარტიის მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები