"დადგა დრო, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობის ახალი ერა" — აშშ-ს სახდეპი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე

"მშვიდობის დრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის", — ამ სათაურის განცხადებას აქვეყნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვებ-გვერდზე და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება.
"შეერთებული შტატები აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, დაასრულონ კონფლიქტი, რომლებიც ათწლეულები გრძელდებოდა პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროს შესახებ. ახლა დადგა დრო, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ მშვიდობაზე, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალი ერა", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, გუშინ, 13 მარტს, სომხეთი და აზერბაიჯანი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც სამ დეკადაზე ხანგრძლივ ომს დაასრულებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიხუნ ბაირამოვნა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დასრულდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ დასთანხმდნენ აზერბაიჯანის უკანასკნელ შეთავაზებებს და შეთანხმება "მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის" მზადაა ხელმოსაწერად.
- ჯეიჰუნ ბაირამოვი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დასრულებულია
თუ მხარეები შეთანხმებას ხელს მოაწერენ, დასრულდება კონფლიქტი, რომელმაც ორი ომი, აურაცხელი რაოდენობით შეტაკებები და ორივე მხარეს ათასობით მსხვერპლი მოიტანა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე. ზურაბიშვილის თქმით, ეს კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
"მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სამშვიდობო ხელშეკრულების დოკუმენტის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის რეგიონის ხანგრძლივი სტაბილურობისთვის. ამ ისტორიულ მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები მოაქვს", — წერს სალომე ზურაბიშვილი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები