ალიევი: "სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა, ჩვენ დოკუმენტი გვჭირდება"

"სომხეთისადმი ნდობის დონე ნულთან ახლოსაა", — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გლობალური ბაქოს ფორუმის ღონისძიებაზე გამოსვლისას.
"ჩვენ არ ვენდობით მათ არცერთ სიტყვას. იმიტომ, რომ ეს ის ხალხი არ არის, ვისი ნდობაც შეგვიძლია, მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებასაც. ისევ და ისევ, რასაც იტყვიან, ჩვენთვის აზრი არ აქვს. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება საბუთები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ კონსტიტუციაში არ იყოს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ისინი ახლაც იქ იმყოფებიან. ჩვენ გვჭირდება ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთისთვის და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს ლოგიკა მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში. ის შეიქმნა ყარაბაღის საკითხის მოსაგვარებლად. დღეს ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. რატომ არ შემოგვიერთდებით და ეუთოს ერთობლივ განცხადებას არ მიმართავთ ორგანიზაციის დაშლის შესახებ? მათ არ სურთ", — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, გუშინ, 13 მარტს, სომხეთი და აზერბაიჯანი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც სამ დეკადაზე ხანგრძლივ ომს დაასრულებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიხუნ ბაირამოვნა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დასრულდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ დასთანხმდნენ აზერბაიჯანის უკანასკნელ შეთავაზებებს და შეთანხმება "მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის" მზადაა ხელმოსაწერად.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
"შეერთებული შტატები აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, დაასრულონ კონფლიქტი, რომლებიც ათწლეულები გრძელდებოდა პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროს შესახებ. ახლა დადგა დრო, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ მშვიდობაზე, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალი ერა", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე. ზურაბიშვილის თქმით, ეს კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
"მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სამშვიდობო ხელშეკრულების დოკუმენტის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის რეგიონის ხანგრძლივი სტაბილურობისთვის. ამ ისტორიულ მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები მოაქვს", — წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე:
- სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ
- "დადგა დრო, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობის ახალი ერა" — აშშ-ს სახდეპი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე
- სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები