ენმ: ლევან ვარშალომიძე ამჟამად ამსტერდამშია

ენმ-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა და ამჟამად ამსტერდამშია — ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ისაუბრა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში 18-19 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით, იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით, ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია. ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება.
იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა განყოფილებიდან. დღეს დილით ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა. იგი ამსტერდამში იმყოფება. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ვარშალომიძეს", — განაცხადა ბაგრატიონმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები