როგორ შეგიძლიათ მართოთ საგადასახადო საკითხები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით

ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უკვე არაერთი წელია, მცირე, საშუალო თუ დიდ კომპანიებს ფინანსების მართვის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს აპლიკაციამ ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის წოდებაც მიიღო, მას შემდეგ კი, არაერთი განახლების შედეგად, ბიზნესის მართვის კიდევ უფრო მოსახერხებელ ინსტრუმენტად იქცა. იგი აერთიანებს ყველა ტრანზაქციასა თუ ოპერაციას, რაც შესაძლოა, ბიზნესს ყოველდღიურად დასჭირდეს. ამ სტატიაში კი, გაგაცნობთ ბიზნესმობილბანკის შესაძლებლობების საგადასახადო მიმართულებას.
შეამოწმეთ ინფორმაცია ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ — ბიზნეს მობილბანკში შესაძლებელია ბიზნესის ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმება და უკვე განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი.
ამოიღეთ ამონაწერი, რომელიც დეკლარაციის შევსებაში დაგეხმარებათ — აპლიკაცია აგენერირებს ამონაწერს, როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით. საგულისხმოა, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში კომპანიები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას წარადგენენ, სწორედ ამ პროცესს ამარტივებს ამონაწერის მიღების ფუნქციონალი.
შეასრულეთ სახაზინო გადარიცხვა მარტივად — აპლიკაციით მარტივადაა შესაძლებელი სახაზინო გადარიცხვების შესრულება სხვადასხვა მიზნით.
გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკი ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთ სასარგებლო სერვისს აერთიანებს. ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია:
- საკრედიტო ხაზის ათვისება და შეღავათიანი ბიზნეს სესხით სარგებლობა;
- გადარიცხვებისა და კომუნალური გადახდების შესრულება;
- ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა;
- ბიზნეს ნაკრების გააქტიურება;
- ახალი ანგარიშის გახსნა;
- ბიზნეს ანაბრის გახსნა და სხვ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომლითაც კომპანიებს მობილბანკის დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ — ბიზნეს შეთავაზებებია. იგი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებებს აერთიანებს.
გაიგეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ მეტი ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები