საბა ბრაჭველი

1 აპრ, 2025

"სანამ ჩვენ ერთმანეთში ვკინკლაობთ, ოცნებამ უკვე მიიღო კანონები, რომლითაც:

1. ყველა ფიზიკური პირი, არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია, რომელსაც უცხოურ ორგანიზაციასთან ან პირთან კონტრაქტი გააჩნია და/ან შემოსავალს იღებს, ვალდებული იქნება, დაექვემდებაროს სპეციალურ კონტროლს, პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, მოიხსენიოს თავი, როგორც "აგენტი" საზოგადოებასთან/საჯარო ორგანოებთან ინტერაქციის დროს და შეასრულოს სხვა ვალდებულებები. კიდევ ერთხელ: ეს არ არის ამერიკული ფარა, რომელიც დამოუკიდებელ ადამიანებს, მედიასა და სამოქალაქო სექტორს არ ერჩის, ეს არის წინა რუსული კანონის გამკაცრება.

2. კომუნიკაციების კომისიას უფლება ეძლევა, გააკონტროლოს სამაუწყებლო ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკა, ახალი ამბების გაშუქების შინაარსი, ფორმატი, სტუმრების გამოხატვა. იზღუდება სამაუწყებლო არხების დაფინანსების წყაროებიც.

3. სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი. ამ ნორმას არ ექნება შინაარსი, დისპოზიცია, ან სასჯელი. ის დამატებით იარლიყად იქნება გამოყენებული მათთვის, ვისაც დამნაშავედ ცნობენ საბოტაჟის ან სხვა მუხლის ჩადენაში. ამ მუხლებით გამოძიება კი უკვე დაწყებულია სახალხო პროტესტებთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ოცნების წინააღმდეგ ხმის ამოღება სამშობლოს ღალატს ოფიციალურად გაუტოლდება.

4. ყველა კანონიდან ამოიღეს სიტყვა გენდერი. ეს არაფერში სჭირდებოდათ, მაინც ქალებზე მოძალადეთა პარტიაა, მაგრამ ხურდაში მიაყოლეს, სავარაუდოდ, უცხოელთათვის გულის მოსაგებად.

5. საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ამოიღეს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა.

6. საჯარო მოსამსახურეებს და მოსამართლეებს ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აკადემიური საქმიანობა ეკრძალებათ.

7. მიღება ჯერ ვერ მოასწრეს, მაგრამ უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომლითაც მალე აკრძალავენ მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს, შემდეგ კი ახლებს უბრალოდ აღარ დაარეგისტრირებენ.

მესმის, რომ ფრუსტრაციის დროს პირველი რეაქცია ერთმანეთისკენ ხელის (თუნდაც სამართლიანად) გაშვერაა ხოლმე, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება არ გვაქვს. ბელარუსი და აზერბაიჯანი იმაზე ახლოა, ვიდრე სარკეში მოჩანს".

წერს კონსტიტუციონალისტი საბა ბრაჭველი და ოცნების პარლამენტის მიერ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA), "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისთვის სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას და სხვა კანონების მიღებას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოიპარა "ოცნებამ" სახალხო დამცველის ინსტიტუტი7917 ნახვა
  2. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ5883 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1708 ნახვა
  4. როგორი ამინდი იქნება 7 აპრილის ჩათვლით?1696 ნახვა
  5. ლაშა პაპაშვილი: ბოლო ხუთ დღეში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა1614 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტის საგამოძიებო კომისია გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~