შს მინისტრი კრიმინალზე: ამ მიმართულებით ჩვენ საგანგაშო არაფერი არ გვაქვს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში იმედის დრო, განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის და სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს:
"თუ მაინცდამაინც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მე არ მაძლევს ეს ციფრები იმის თქმის საშუალებას, რომ კრიმინალი გაზრდილია. პირიქით, მე მინდა გითხრათ, რომ საგრძნობლად არის მძიმე დანაშაულებების რაოდენობა დაკლებული ჩვენს ქვეყანაში".
მღებრიშვილმა უსაფუძვლო უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოსახლეობის აღქმა გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, დამთხვევებს უკავშირდება:
"ბოლო კვირის განმავლობაში მართლაც ორი გახმაურებული მკვლელობა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება გაუჩინა მოსახლეობას გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსგავსი არაფერი არ არის, ანუ ამ მიმართულებით ჩვენ საგანგაშო არაფერი არ გვაქვს. დანაშაული ზოგადად, ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. დანაშაული ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ევროპის ქვეყნები, აზიის ქვეყნები, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? მაგრამ მთავარია რას ვუპირისპირებთ ჩვენ მას".
შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალის კლების დასტურად გაიხსენა ავსტრიის, ბელგიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის ფაქტი. მისი თქმით, ამის საფუძველი კრიმინალის დაბალი დონე და მაღალი სტანდარტი გახდა.
მღებრიშვილმა ასევე დააანონსა რამდენიმე დღეში მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრის გახსნა. მინისტრის თქმით, შსს პროექტზე უკვე 6 თვეა მუშაობს და ეს სისტემა დაეხმარება პოლიციას დანაშაულის პრევენციაში:
"ეს არის არის რევოლუციური პროექტი. ეს არის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განვითარება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც აღჭურვილია ანალიტიკური პროგრამებით და უმსუბუქებს ტვირთს პოლიციას. თვის ბოლოს მოგიწვევთ ჟურნალისტებს პრეზენტაციაზე".
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები