ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ოცნების ხელისუფლების ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე, მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
უწყება ირაკლი ბერაიას ბიოგრაფიულ ცნობებს აქვეყნებს:
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები