საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" დეპუტატი ლაშა ტალახაძე გახდა

ფოტო: ანანო დიდებაშვილი/On.ge
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" დეპუტატი ლაშა ტალახაძე გახდა.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ერთადერთი კანდიდატი იყრიდა.
ლაშა ტალახაძემ ამ თანამდებობაზე კახი კახიაშვილი შეცვალა. საარჩევნო ყრილობას 60-დან 55 დელეგატი ესწრებოდა და ტალახაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
ამ დრომდე ძალოსნობის ფედერაციას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც lagazzetta.ge წერს, კახიაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურებოდა და პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გამგეობას რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის განცხადებით მიმართა.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები