5 აპრილს მწერალთა სახლში ნაირა მარშანიას წიგნების — "ხსოვნის ანაბეჭდების" და "მადლობა სიყვარულისთვის" პრეზენტაცია განსხვავებულ ფორმატში გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, წიგნების პრეზენტაციების შემდეგ, მწერალთა სახლში სუფრა გაიშალა.

დღეს, 7 აპრილს, მწერალთა სახლმა განცხადება გაავრცელა. სადაც წერია, რომ "5 აპრილს მწერალთა სახლში გამართული ღონისძიება გასცდა დადგენილ ნორმებს".

"მწერალთა სახლის ადმინისტრაცია შენობაში გამართული ღონისძიებების რეგულაციის შესახებ განმარტავს, რომ გამასპინძლება დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული ფორმატით.

5 აპრილს მწერალთა სახლში გამართული ღონისძიება გასცდა დადგენილ ნორმებს ადმინისტრაციის გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების მიუხედავად", — ნათქვამია განცხადებაში.

ნაირა მარშანიას წიგნების პრეზენტაცია მწერალთა სახლში

ნაირა მარშანიას წიგნების პრეზენტაცია მწერალთა სახლში

ფოტო: Alfred Karklinis

abkhazia-info-ს ცნობით, ნაირა მარშანია საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია "გულანის" პრეზიდენტია. თავისი შემოქმედებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა მას "მშვიდობისა და სიკეთის ელჩის" წოდება მიენიჭა.