არასამთავრობოები: ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისგან
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე, ვინაიდან შექმნილი ვითარება ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას ქმნის, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე.
კოალიციის განცხადებით ე.წ. გახმაურებულ საქმეების განხილვის დაწყებამ გამოიწვია სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. საკანონმდებლო ცვლილებებმა კი მნიშვნელოვნად შეამცირა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობა.
"ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენჯერმე მოუწია საქმის განხილვის გადადება კვორუმის არარსებობის გამო. ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ათზე მეტი შუამდგომლობით სხვადასხვა გახმაურებული საქმიდან რიგი მოსამართლეების აცილების თაობაზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ მოითხოვა გახმაურებული საქმეებიდან თვითგანრიდება. ამავდროულად, გავრცელებული განცხადებები ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ სარჩელების ე.წ. „გამოცვლის“ მოტივით გარკვეული მოსამართლეები თავს (შე)იკავებენ შესაბამისი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისაგან. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის პირველი სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ე.წ. უგულავა-კაბელების საქმეზე გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო, მაშინ როდესაც საჯაროდ გავრცელდა და დადასტურდა ინფორმაცია საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის არასაქმიან ვითარებაში ყოფნის შესახებ.
ზოგადად კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოსარჩელესა და სასამართლოს შორის ორდინალურ ურთიერთობას წარმოადგენს, არ უნდა იწვევდეს სასამართლოს საქმიანობის შეფერხებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მისი მცირე მნიშვნელობით რეალურ და არსებით გავლენას არ ახდენს სამართალწარმოების პროცესსა და შედეგზე."
კოალიციის განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოკვლევა სარჩელების ე.წ. შეცვლასთან დაკავშირებით საჯაროობის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნულ სიტუაციაში კი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია.
"შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვა უნდა უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა მართლმსაჯულება განახორციელოს იმგვარად, რომ არ შექმნას პროცესზე გარე ზეგავლენების განცდა. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხის მოკვლევის პარალელურად მოსამართლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საქმეების განხილვაში და საფრთხე არ უნდა შეექმნას კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობას. ამასთან, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პროცესების დამატებითი პოლიტიზირებისგან და იმგვარი თავდასხმებისგან, რაც მიზნად მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუცის დისკრედიტაციას ისახავს."
კოალიციამ მოუწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს, გაითვალისწინონ რომ 2016 წლის 30 სექტემბერს 4 მოსამართლეს ეწურება უფლებამოსილების ვადა და მნიშვნელოვანია სათანადოდ გაანალიზონ შექმნილი ვითარება და პრობლემური საკითხები ახალი მოსამართლეების არჩევისას.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები