ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სსს-ს გაუქმებისგან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმების ინიციატივის გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2025 წლის 10-12 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა სხდომა შედგა, რომლის ფარგლებშიც, შეფასდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესი. შეხვედრაზე განხილულ იქნა "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეების აღსრულების პროგრესიც, რომელიც აერთიანებს საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართალდამცავების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, ასევე ამ საქმეებზე არაეფექტიან და ხარვეზიან გამოძიებას.
საია აღნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტის მიერ საკითხის განხილვამდე, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მას დეტალური ინფორმაცია წარუდგინეს და რეკომენდაციებით მიმართეს წამების სისტემური და ფართომასშტაბიანი პრობლემის, არაეფექტიანი გამოძიების და ამ მიმართულებით არსებული სხვა გამოწვევების შესახებ.
როგორც ორგანიზაცია წერს, მინისტრთა კომიტეტმა ცინცაბაძის საქმეების ჯგუფზე მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველო არაერთი მიმართულებით გააკრიტიკა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცა როგორც ინდივიდუალური საქმეების ეფექტიანი აღსრულების (მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმის), ისე - ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.
"არასათანადო მოპყრობა საპროტესტო აქციების ფარგლებში და ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობა
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მინისტრთა კომიტეტმა მძიმე შეშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესახებ, რომლებშიც აღწერილია სამართალდამცავების მიერ ფართომასშტაბიანი და გადამეტებული ძალის გამოყენება 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებზე.3
კომიტეტმა ხაზი გაუსვა ეფექტიანი გამოძიებისა და დასჯის მნიშვნელობას წამების პრაქტიკების დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად და მკაცრად მოუწოდა ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ საქმეების დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი და სწრაფი გამოძიება. ამასთანავე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოსთხოვა, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების კონკრეტული შედეგების და გამოძიებას დაქვემდებარებული სამართალდამცავებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა
მინისტრთა კომიტეტმა ასევე წუხილი გამოხატა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ინიციატივის საბოლოო მიღებისგან და განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
არასათანადო მოპყრობის პრევენციის მექანიზმების არარსებობა
გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, სავალდებულო გახადოს სამართალდამცავების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარება და გაზარდოს სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ვიდეო დოკუმენტირების ეფექტიანობა და მასშტაბი. ამასთან, კომიტეტი საქართველოს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების დოკუმენტირების პრაქტიკის შესახებ.
კომიტეტმა ასევე წუხილი გამოხატა მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების განგრძობადი პრობლემის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარანტიების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის მსხვერპლებისთვის დროულ გაცნობას.
არასათანადო მოპყრობის დანაშაულების არასწორი კვალიფიკაცია
მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ასევე მოუწოდა, გააუმჯობესოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც არეგულირებს არასათანადო მოპყრობის დანაშაულების კვალიფიკაციას.
სამოქალაქო საზოგადოების როლი წამების პრევენციის მიმართულებით
კომიტეტმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციისა და კონვენციასთან და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მონიტორინგის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი გარემო სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობისთვის, მათ შორის, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესში.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესი არაუგვიანეს 2026 წლის მარტის სხდომაზე შეფასდება.
კომიტეტის გადაწყვეტილება მაქარაშვილის საქმეების ჯგუფზე
მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები შეეხება საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე, პოლიციის მიერ დემონსტრანტების უკანონო დაკავებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებას.4
მინისტრთა კომიტეტმა ამ ჯგუფის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მნიშვნელობიდან და ამ საქმეების აღსრულების პროცესში ხელშესახები პროგრესის საჭიროებიდან გამომდინარე, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურას დაუქვემდებარა.5
მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეებში მომჩივნების მიერ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება ზოგადი ღონისძიებების გატარებას. ამასთანავე, კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსუსხავი ეფექტის გავლენა ამ ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაზე.
მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაავალა. კერძოდ, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციების კონტექსტში ადმინისტრაციული დაკავების/პატიმრობისა და მსჯავრდებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს, სასამართლო და სამართალდამცავი პრაქტიკების ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გატარდება, მათ შორის, კანონის არაპროპორციული და თვითნებური გამოყენებისგან უფლების დაცვის სათანადო საშუალებების უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, სახელმწიფომ კომიტეტს უნდა მიაწოდოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები და რელევანტური პრაქტიკის ანალიზი.
ჩვენ მივესალმებით მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში შემაშფოთებელი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებას, მათ შორის, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადატანას, რაც საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებისთვის სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმია.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გავაგრძელებთ საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის განახლებული ინფორმაციის წარდგენას — წერია საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციაში.
-
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის
-
აღმოჩენილია კოლოსალური აბლაბუდა, რომელიც 111 000-მა ობობამ გამოქვაბულში "მოქსოვა" აღმოჩენილია კოლოსალური აბლაბუდა, რომელიც 111 000-მა ობობამ გამოქვაბულში "მოქსოვა"
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: "საქართველო გიორგი გახარიას ლიდერობის დროს EU-ის სტანდარტებთან გაცილებით ახლოს იდგა" გიორგი შარაშიძე: "საქართველო გიორგი გახარიას ლიდერობის დროს EU-ის სტანდარტებთან გაცილებით ახლოს იდგა"
გადახედვა
-
მობილბანკში იგებ — საქართველოს ბანკის გათამაშებაში უკვე მეგობრების მოწვევა შეგიძლია მობილბანკში იგებ — საქართველოს ბანკის გათამაშებაში უკვე მეგობრების მოწვევა შეგიძლია
-
"აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ" — SJC კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე "აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ" — SJC კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე
გადახედვა
-
E-Commerce Day 2025 — თეგეტა ჰოლდინგი მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი E-Commerce Day 2025 — თეგეტა ჰოლდინგი მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
-
"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე" — დავით მათიკაშვილი EU-ს ანგარიშზე "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე" — დავით მათიკაშვილი EU-ს ანგარიშზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა 6 მილიონი წლის ყინულში უძველესი ჰაერი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 6 მილიონი წლის ყინულში უძველესი ჰაერი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პატრიარქის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა პატრიარქის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა
გადახედვა
-
შეიმუშავეს გელი, რომელსაც კბილის მინანქრის აღდგენა შეუძლია შეიმუშავეს გელი, რომელსაც კბილის მინანქრის აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
ალდაგის სამოგზაურო გათამაშება დაიწყო ალდაგის სამოგზაურო გათამაშება დაიწყო
-
"რატომ ხართ მილიარდერები?" — ბილი აილიშის სიტყვა, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა "რატომ ხართ მილიარდერები?" — ბილი აილიშის სიტყვა, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა
გადახედვა
-
შსს: დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება შსს: დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
ფაქტების წინაშე შიმპანზეებიც უძლურნი არიან — მათ აზრის შეცვლა შეუძლიათ ფაქტების წინაშე შიმპანზეებიც უძლურნი არიან — მათ აზრის შეცვლა შეუძლიათ
გადახედვა
-
"სხვები ვერ დამიდგენენ, ვინ ვარ", — სიდნი სვინი თავის სკანდალურ კამპანიაზე "სხვები ვერ დამიდგენენ, ვინ ვარ", — სიდნი სვინი თავის სკანდალურ კამპანიაზე
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" "ოცნებას" სთხოვს "დაასახელოს ნიშნული", რის შემდეგაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" "ოცნებას" სთხოვს "დაასახელოს ნიშნული", რის შემდეგაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა
-
თაკო ჩარკვიანი ადასტურებს მანჩო გიორგობიანის ჯგუფური ძალადობის საქმეში მისი ძმისშვილის, ჯაკო ჩარკვიანის მონაწილეობას თაკო ჩარკვიანი ადასტურებს მანჩო გიორგობიანის ჯგუფური ძალადობის საქმეში მისი ძმისშვილის, ჯაკო ჩარკვიანის მონაწილეობას
გადახედვა
-
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
-
ნიკო მაღლივი: ახალბედა არტისტების აღიარება — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ნიკო მაღლივი: ახალბედა არტისტების აღიარება — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
კომენტარები