კალაძე: ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ
"ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს".
"ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
აქ უკვე საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით", — განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას და ახლით ჩანაცვლებას.
"2021 წელს დავპირდით ხალხს, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც მსგავს შენობებს ჩავანაცვლებდით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება, წარმოუდგენელია", — განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება, რომ კანონის მიხედვით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის დაწყება.
"ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება. აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც "წარმატებით" საუბრობდნენ და მოჰყავდათ "არგუმენტად", კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა", — აღნიშნა თბილისის მერმა.
-
რომელ ქვეყნებს შორისაა ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი? რომელ ქვეყნებს შორისაა ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი?
გადახედვა
-
ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ქართული ოცნების" რეჟიმის საბოლოო მიზანი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარებაა გრიგოლ გეგელია: "ქართული ოცნების" რეჟიმის საბოლოო მიზანი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარებაა
გადახედვა
-
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
-
ბენჟამინ ჰადადი: ბენჟამენ ჰადადი: მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის ბენჟამინ ჰადადი: ბენჟამენ ჰადადი: მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის
გადახედვა
-
მარი ბიერე: სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს მარი ბიერე: სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია არ იაროს ევროპულ გზაზე და დღითიდღე უფრო და უფრო შორდებიან ევროკავშირს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია
გადახედვა
-
მარტინ ლინდსტრომმა — ბრენდინგის N1 ექსპერტმა მსოფლიოში — არქის რებრენდინგი განახორციელა მარტინ ლინდსტრომმა — ბრენდინგის N1 ექსპერტმა მსოფლიოში — არქის რებრენდინგი განახორციელა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა
-
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
-
რატომ ავიწყდებათ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრები — კვლევა რატომ ავიწყდებათ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ოჯახის წევრები — კვლევა
გადახედვა
-
"Erasmus+ საქართველო": ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში "Erasmus+ საქართველო": ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: უარი ბოლონიის პროცესზე! უარი ერასმუსის პროგრამებზე. იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო!!! სალომე ზურაბიშვილი: უარი ბოლონიის პროცესზე! უარი ერასმუსის პროგრამებზე. იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო!!!
გადახედვა
-
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
-
"ქართული ოცნება" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას აუქმებს "ქართული ოცნება" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას აუქმებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა
-
რას გვეუბნება 540 მილიონი წლის უჩვეულო ნამარხი ევოლუციის ისტორიაზე რას გვეუბნება 540 მილიონი წლის უჩვეულო ნამარხი ევოლუციის ისტორიაზე
გადახედვა
-
წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის შეძენა მხოლოდ შსს-ს ნებართვით იქნება შესაძლებელი — "ოცნების" ახალი ინიციატივა წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის შეძენა მხოლოდ შსს-ს ნებართვით იქნება შესაძლებელი — "ოცნების" ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად — “ოცნების” ახალი ინიციატივა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად — “ოცნების” ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მამონტის რნმ პირველად გაშიფრეს მეცნიერებმა მამონტის რნმ პირველად გაშიფრეს
გადახედვა
კომენტარები