ევაკუაციის გეგმა - ეკა ქევანიშვილის კრებული პროტესტზე, ამბოხსა და ბრძოლაზე
ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდება - ამ შინაარსით გამოიცა ახალი წიგნი ევაკუაციის გეგმა. ლექსების კრებული პრემია საბას ლაურეატის, ეკა ქევანიშვილის, მეოთხე წიგნია.
პრეზენტაცია 14 სექტემბერს მკითხველისა და მეგობრების გარემოცვაში, კაფე ეზოში გაიმართა. წვიმიან საღამოს, თბილისურ ეზოში ისაუბრეს საზოგადოებაზე, პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, სიყვარულის აუცილებლობაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ნეპოტიზმზე, უსამართლობაზე და რაც მთავარია, პროტესტზე. ისაუბრეს ლექსებით, როგორც პოეტმა აღნიშნა, პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღით.
წიგნი დაბეჭდა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში. მათი განცხადებით, ეკა ქევანიშვლთან თანამშრომლობა გამომცელობისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია:
"მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება და გამომცელების უმეტესობა სკეპტიკურად უდგება პოეზიის კრებულის გამოცემას, ჩვენ გადაწყვეტილება რამდენიმე წამში მივიღეთ. ეს რამდენიმე წამი კი ერთმანეთისთვის ემოციების გასაზიარებლად დაგვჭირდა, ყველას გაგვიხარდა ეკასთან თანამშრომლობის შანსი. ეს არ იყო არანაირი რისკი."
წიგნის ყდის დიზაინი ნატალია ავალიანს ეკუთვნის. ევაკუაციის გეგმა, მიუხედავად სახელისა და ვიზუალისა, არ გიამობთ გაქცევაზე, პირიქით, წიგნი მოგიწოდებთ დარჩეთ და იბრძოლოთ, სინამდვილეს თვალი გაუსწოროთ და გამოხატოთ პროტესტი.
"სინამდვილეში ეს წიგნი არ არის გაქცევის მცდელობაზე.
არც აფეთქების საშიშროება გელით, რომ სათადარიგო გასასვლელი გამოიყენოთ.
ეს წიგნი საერთოდ არ არის წასვლაზე. პირიქით.
ეს წიგნი უხერხულობის აღიარებაზეა.
ეს წიგნი დარჩენასა და სინამდვილისთვის დიდხანს თვალებში ყურებაზეა.
ცოდნა გამძიმებს, მაგრამ მიწაზე გამაგრებს.
თვალის გასწორება გტკენს, მაგრამ გამოსავალზე გაფიქრებს.
გღლის, მაგრამ როცა ყველაფერს ჰქვია თავისი სახელი, ყოველთვის გაქვს პასუხიც.
და გაქვს ევაკუაციის გეგმაც, იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდა."
ავტორმა გააერთიანა პირადი, მეგობრების, საზოგადოების და ქვეყნის პრობლემები. ხმამაღლა განაცხადა საკითხებზე, რომელზე დუმილიც დანაშაულად მიიჩნია.
"ეკა უნიკალური ადამიანია, იმიტომ არა, რომ კარგი მწერალი ან კარგი ჟურნალისტია, იმიტომ, რომ მან კარგად იცის ამბის მოყოლა და ორივე საქმიანობაში ეს არის მთავარი. თავისი ლექსებით ის გიყვება ამბავს ისე, როგორც ხედავს და უნდა დაგანახოს, მისთვის ეს პროტესტის გამოხატვაა, ჩემთვის კი ახალი ისტორია", - ასე შეაფასა პრეზენტაციაზე ეკა ქევანიშვილის შემოქმედება რუსუდან ვაშაყმაძემ.
ცოტაოდენი ღვინო და საუბრები წიგნზე, მთავარ სათქმელზე, მსოფლიოზე, ცვლილებების მოლოდინზე - პრეზენტაცია ამ რეჟიმში გაგრძელდა. სანამ ავტორი მკითხველების რიგის თავში იჯდა და ავტოგრაფებს არიგებდა, სხვები კითხულობდნენ, პარალელებს ავლებდნენ და კამათობდნენ ვინ მოიაზრება, ვის ეხება და რა მიზანი აქვს ავტორს. მიზანი კი ერთია, ბრძოლა :
"მე დავწერე ლექსები იმაზე, რაც დავინახე, რამაც შემაწუხა და რის მიმართაც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ეს კრებული ჩემი პროტესტია"
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები