თეთრი ხმაურის აქცია სანთლებით მთავრობის კანცელარიასთან (ფოტოები)
გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ თეთრი ხმაურის მოძრაობამ მშვიდობიანი, სანთლების აქცია გამართა. აქციის მიზანი დემურ სტურუას საქმის, არსებული ნარკოპოლიტიკის და პოლიციის მხრიდან ძალადობის გაპროტესტება იყო. აქციის წევრებმა კანცელარიის წინ დაწერეს ფრაზა: დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა, რომელიც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ბოლო წინადადებაა.
აქციის მსვლელობისას ერთ-ერთმა მონაწილემ სამართებლით თვითდაზიანება მიიყენა. აქციის მონაწილეების და საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მოქალაქე შეაჩერეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა, ბექა წიქარაშვილმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ დაზარალებულის ქცევის მიზეზი პოლიციის მხრიდან ძალადობა იყო და აღნიშნული ქმედება ნერვიულ ფონზე ჩაიდინა.
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის, პაატა საბელაშვილის თქმით აქციის მთავარი მიზანი არის შეახსენონ ხელისუფლებას, რომ პრობლემა არ მოგვარებულა და სანამ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, აქციები გაგრძელდება:
" იმ ფონზე, რომ მინისტრმა სტურუას საქმეზე განცხადება თვენახევრის შემდეგ გააკეთა და ახლა ამბობენ თითქოს ჩვენ ვცდილობთ პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას, შეგვიძლია ვთქვათ რომ არაფერი შეცვლილა. იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ იზრუნოს საკუთარი იმიჯის შენარჩუნებაზე, ცდილობენ ჩვენს დემონიზებას. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს სანამ არ დასრულდება გამოძიებები. არამხოლოდ დემურ სტურუას ასევე ლევან აბზიანიძის, ლაშა ბახუტაშვილის და ბესო ხუციშვილის საქმეებზე."
მოძრაობა გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის ცვლილებაში ხედავს. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ, კანონში ცვლილება არჩევნებამდე მოხდეს. მათი განცხადებით ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან ძირეული ცვლილებების მისაღწევად.
თეთრი ხმაურის მოძრაობის მთავარი მოთხოვნებია:
- თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი;
- შეიქმნას გამოძიების მონიტორინგის ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და დაიწყოს გამოძიება სისტემური დანაშაულის გამოვლენის მიზნით;
- მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს გამოძიება დემურ სტურუას, ლაშა ბახუტაშვილის, ბესო ხუციშვილის და ლევან აბზიანიძის საქმეებზე;
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იყოს განრიდება;
- პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების პირობების ცვლილების თაობაზე 260-ე მუხლით გასამართლებული პირებისათვის: თუკი საქმეში მტკიცებულებად არსებული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა არ აღემატება ამ ნივთიერების მოხმარების საშუალო დღიურ დოზას, მსჯავრდებულს სასჯელი პირობითად ჩაეთვალოს, ხოლო ისინი, ვინც პირობითი სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა, გათავისუფლდნენ პირობითი მსჯავრისაგან.
- პარლამენტის შეკრებამდე მუშაობა განაახლოს ანტინარკოტიკულმა უწყებათაშორისმა საბჭომ, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე შეთანხმება, კერძოდ კი ნივთიერებათა ოდენობის დადგენის და სასჯელის ზომის გადასინჯვის თაობაზე.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები