ნიუ-იორკის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მათგან 24 საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, მომხდარის შედეგად, არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინციდენტი 18 სექტემბერს ღამით, 23-ე ქუჩისა და მე-6 ავენიუს კვეთაზე ხელნაკეთი ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მოხდა, რომელიც სანაგვე ურნაში იყო ჩამონტაჟებული.

ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს განმარტებით, ამ დროისთვის რაიმე მკტიცებულება მომხდარის ტერორიზმთან დასაკავშირებლად არ აღმოუჩენიათ.