ბურჭულაძე: ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აუდიტის სამსახურის მეშვეობით იმ ბიზნესმენების დაშინებას ცდილობს, რომლებიც პარტიას აფინანსებენ:
"არანაირი კონკრეტული დარღვევა არ ყოფილა, გასაგებია რასაც აკეთებს აუდიტის სამსახური. ამის მთავარი მიზანი არის არა იმ ადამიანების დასჯა, ვინც ამ შემოწმებას ახორციელებს, არამედ მთავარი მიზანი არის ის, რომ გააგზავნონ გზავნილი ზოგადად მთელს ქვეყანაში, რომ ჩვენთვის ფინანსური დახმარება არის პრობლემა და მათ შემდეგ შეიძლება შეექმნათ პრობლემები".
პაატა ბურჭულაძე კი განმარტავს, რომ მასსა და მის მიერ დაარსებულ მოძრაობაზე ზეწოლა არის ერთ-ერთ ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები:
"ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმიანობა, სანამ ჩვენ შევეგუებით რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით ქმედებას. უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისთვის შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო საქმეს, საქველმოქმედო ფონდ იავნანას, რომელმაც პირდაპირი გაგებით არა ერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების გავრცელებას. ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი და მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ".
გარდა ამისა, ბურჭულაძე ყოფილი პრემიერმინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდასაც ითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ბურჭულაძემ ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა მოითხოვა:
"ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა, ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო".
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა, რასაც ბურჭულაძე ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს.
ამასთან,14 სექტემბერს, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი ატვირთულია YouTube-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რუსული სათაურით: ნიკა გვარამია აკონტროლებს "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს (Ника Гварамия контролирует "независимых" политиков).
გვარამია აცხადებს, რომ ნამდვილად ღია ხაზზე ესაუბრა პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერს პაატა ბურჭულაძეს, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა. ის თავისი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.
-
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
კომენტარები