მმკ: რომის პაპმა სჯობს იქადაგოს ვატიკანში და ჩვენ თავი დაგვანებოს
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რომის პაპის ვიზიტის გამო პროტესტის გამოხატვას მომავალშიც აპირებს. მღვდელი დავით ისაკაძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პაპის ვიზიტი მათთვის მიუღებელია და საპროტესტო აქციებს აანონსებს:
"პაპს ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჩვენგან და სჯობს, ეს გაითვალისწინოს. იქნება საპროტესტო აქციები, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები."
ისაკაძე საპატრიარქოს პოზიციას არ იზიარებს და ამბობს, რომ პაპის ვიზიტი პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომელმაც თავის მხრივ საპატრიარქოზე ზეწოლა განახორციელა:
"პაპი მოიწვია პრეზიდენტმა და შემდეგ საპატრიარქოზე განხორციელდა პრეზიდენტის აპარატის ზეწოლა. პატრიარქის სურვილი პაპის ჩამოსვლა სულაც არ ყოფილა, ეს იყო პრეზიდენტის ინიცირებული. ამ პიროვნების, რომლისთვისაც მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი თუ პროტესტანტიზმი სულერთია. ნუ გამართავს მესას სტადიონზე, მათ აქვთ თავისი ტაძარი. შევიდეს და იქ ჩაატაროს მესა. ნუ ეცდება გადაბირებას ჩვენი მოსახლეობის. ჩვენთვის მიუღებელია მისი სამოციქულოდ, საქადაგებლად ჩამოსვლა."
ისაკაძის თქმით, რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი მართლმადიდებელი მოსახლეობის კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოქცევაა. ვატიკანის მატერიალური რესურსს კი პაპი კათოლიციზმის პროპაგანდაში გამოიყენებს:
"პაპი როგორც პოლიტიკური მოღვაწე, არსად არ ჩადის, ჩადის როგორც რელიგიური მოღვაწე. ჩამოდის სამოციქულო მისიით, ანუ საქადაგებლად. პაპმა სჯობს იქადაგოს ვატიკანში და ჩვენ თავი დაგვანებოს. პაპის ვიზიტს თან მოჰყვება ქართველი მართლმადიდებელი სტუდენტების გაგზავნა ვატიკანში სასწავლებლად. მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსური საშუალებები, აქედან გამომდინარე ისინი დაეხმარებიან მოხუცებულთა და უპატრონოთა სახლებს. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი არის მართლმადიდებელი მოსახლეობის გადაბირება კათოლიკურ სარწმუნოებაზე."
რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 30 სექტემბერსაა დაგეგმილი. პაპის ვიზიტის წინააღმდეგ დავით ისაკაძემ და მისმა მომხრეებმა დღეს თბილისში, ვატიკანის საელჩოსთან, ლოცვითი აქციაც გამართეს.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი წლებია გამოირჩევა თავისი ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობებით, მათ სხვადასხვა ტიპის უმცირესობის მიმართ არაერთხელ გამოუხატავთ აგრესიული დამოკიდებულება.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები