უსუფაშვილის წერილი ივანიშვილსა და პრემიერს, რომელშიც კოალიციის დაშლაზეა საუბარი
რესპუბლიკელების ლიდერი, დავით უსუფაშვილი მის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისთვის 11 მარტს მიწერილ წერილს ასაჯაროვებს, რომელშიც მათ 2015 წლის გაზაფხულის მიღწეულ შეთანხმებას ახსენებს, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე 2015 წლის 1 სექტემბრიდან უნდა გადაეყვანათ. ამასთან, უსუფაშვილი კოალიციაში შექმნილ პრობლემებს მიმოიხილავს და მათთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს.
წერილში უსუფაშვილი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების თანახმად, საარჩევნოდ კოალიციის საყრდენი რესპუბლიკელები და ქართული ოცნება უნდა ყოფილიყვნენ:
"მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც".
უსუფაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ კოალიციის დამფუძნებელი დაშორდა პოლიტიკურ პროცესებს, კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით წარიმართა.
წერილში ის ასევე შემქნილ მდგომარეობას უკონტროლოს უწოდებს და ეუბნება მის ადრესატებს, რომ კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია:
"ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი".
უსუფაშვილი კვირიკაშვილსა და ივანიშვილს რესპუბლიკელებთან ურთიერთობის შესახებ ეუბნება შემდეგს:
- თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ.
- თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ.
უსუფაშვილი წერს, რომ ეჭვი არ შეაქვს პრემიერისა და ივანიშვილის სურვილში, რომ მათ ერთად გააგრძელონ შრომა და ბრძოლა, მაგრამ სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს:
"ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ.
მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს... მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.
ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ".
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები