ეპისკოპოსი, რომელსაც მსახურების უფლება შეჩერებული აქვს, მაჟორიტარობის კანდიდატია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე მარნეულის 36-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია. ის არჩევნებში კანდიდატად საერო სახელით - ომარ წამალაიძედ არის დარეგისტრირებული. მსახურებაშეჩერებული ეპისკოპოსი პარლამენტში მოსახვედრად პარტია საქართველოს სახელით იბრძვის. მისი საარჩევნო ნომერია 17.
ქრისტეფორე (ომარ) წამალაიძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების შესრულებას ღვთისმსახურებით გეგმავს.
როგორც წამალაიძემ ამბობს, 1995 წელს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა არაერთხელ განახორციელეს, რის გამოც იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო:
"ჩემი დევნა იმიტომ მიმდინარეობდა, რომ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, აკაკი ბაქრაძის მოძღვარი ვიყავი. 1998 წელს ედუარდ შევარდნაძემ და საქართველოს პატრიარქმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დიდი ურთიერთშერიგება, პოლიტიკური დევნა არავისზე აღარ ხორციელდებაო. [რომ ჩამოვედი] საპატრიარქოს 3-ჯერ მივმართე და 1999 წელს შექმნეს სინოდალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ჩემი საქმე და დადო დასკვნა, რომ აბსოლუტურად არავითარი დანაშაული არ მქონდა და შემეძლო ჩემს ეპარქიას დავბრუნებოდი".
ჩვენს შეკითხვას, ამჟამად, რა სტატუსი აქვს მას და აღნიშნულის შემდეგ, ჰქონდა თუ არა რაიმე დაპირისპირება საპატრიარქოსთან, მან ასე უპასუხა:
"მე აღარავის ეპისკოპოსი აღარ ვარ, მე დამოუკიდებელი ეპისკოპოსი ვარ. მე ვარ მიტროპოლიტი და არცერთ ეკლესიას არ ვეკუთვნი. ჩემი უფლებამოსილება შეჩერებული არასდროს არ ყოფილა და ეს ტყუილია. თუკი რამე უზნეობა იყო ეკლესიაში, მე, როგორც ეროვნულ მოძრაობაში მომდინარე პიროვნება, პოლიტიკურად არავის ვატყუებდი. ჩვენ ვამხილეთ ეს ადამიანები ეკლესიაში. ჩემ შესახებ ახლაც რომ იკითხოთ, მებრძვის 89 მღვდელთმთავარი, მთელი საპატრიარქო და 5 ათასი მღვდელი, არ გიცნობენ და ისე ლაპარაკობენ, ვერ იტანენ ერის მოყვარულს და ნორმალურ ადამიანს."
წამალაიძემ გვიამბო, რომ წარსულში ის კულტურის სამინისტროში, საგეგმო-საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა და შესაბამისად, აქვს ის გამოცდილება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დაეხმარება. თუმცა მიიჩნევს, რომ ღვთისმსახურების გარეშე არაფერი გამოვა:
"თუ მლოცველი არ ჰყავს რომელიმე ერს, ოჯახს, ქალაქს, ვერაფერს გააკეთებენ იქ, რადგან უფალი ამბობს, ეს დედამიწა და ეს წუთისოფელი ჩემი არის. ხომ ხედავთ პარლამენტში რა ხდება? გარდა ამისა, მე, რა თქმა უნდა, კომუნისტიც ვარ. მიმსახურია კულტურის სამინისტროში წლების მანძილზე. ჩვენთან არის ბელადომანია, სტიქია ღვთის ხელშია. რამდენი ხანი ხან ერთ პიროვნებას ვეყრდნობით რწმენის გარეშე, ხან რომელი პიროვნება მოდის და ცხოვრება უკან მიდის".
იმის გასარკვევად, თუ რა სტატუსი აქვს ქრისტეფორე წამალაიძეს ამჟამად, On.ge პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე წამალაიძეს მღვდელთმთავრობის სტატუსი შეჩერებული აქვს:
"ის ყოფილი მღვდელთმთავარია, მაგრამ ის ეკლესიიდან განკვეთილი არ არის. წამალაიძე თვითნებურ ღვთისმსახურებას მაინც აგრძელებს. როგორც ვიცი, სახლში სალოცავი აქვს მოწყობილი და იქ ადამიანები დადიან. ამ წუთში ამის ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ შეიქმნა სინოდის კომისია, რომელმაც შეისწავლა მისი ქმედებები. თუ ის ახლა სინოდს არ ცნობს, ეს უკვე მისი პრობლემაა. როგორც ვიცი, ის წლების განმავლობაში ქვეყნიდან იყო წასული და ამ მიზეზით თუ სხვა მიზეზებით კიდევ... მასაც აქვს, რა თქმა უნდა, არგუმენტები".
ქრისტეფორე (ომარ) წამალაიძემ საეკლესიო მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო. 1979 წელს აღიკვეცა ბერად და სახელად დაერქვა ქრისტეფორე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აიყვანეს ეპისკოპოსის ხარისხში და წლების განმავლობაში იყო მესხეთ-ჯავახეთის, ნიკორწმინდის, მარგვეთისა და სხვა ეპარქიების მმართველი. ილია მეორემ ის 1980 წელს ქორეპისკოპოსადაც დანიშნა. მისი საკითხი სინოდმა პირველად მრევლის საჩივრის გამო 1995 წელს განიხილა, წლების შემდეგ კი მღვდელმსახურება საერთოდ შეუჩერდა. ამჟამად ის დამოუკიდებლად ეწევა სასულიერო საქმიანობას, პარალელურად კი ცდილობ, პარლამენტში მოხვდეს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები