თბილისის მე-8 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ინდური დასის მონაწილეობით, ქორეოგრაფიული სპექტაკლით "შიგნიდან," გაიხსნა.
წარმოდგენა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენაზე შედგა. ქორეოგრაფმა ადიტი მანგალდისმა თერთმეტი მოცეკვავისგან შემდგარ გუნდთან ერთად თითქმის ორ საათიანი სპექტაკლი წარმოადგინა. მან ორმოქმედებიანი სპექტაკლის კონცეფცია ადამიანის ემოციებზე ააგო და თითოეულ მათგანს დაარქვა - "გაკვანძული" და "გახსნილი".
ადიტი მანგალდისი არის კლასიკური ინდური საცეკვაო ფორმის კათაკის წამყვანი შემსრულებელი.
სპექტაკლის შესახებ ქორეოგრაფის ჩანაწერიდან ვკითხულობთ:
"სპექტაკლის "შიგნიდან" დადგმაზე მუშაობა ჩემი სხვა ნამუშევრებისაგან ძალიან განსხვავებული რამ იყო. ეს იყო საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და შინაგანი ემოციების კვლევის ხშირად შემაშფოთებელი პროცესი. რაღა თქმა უნდა, კომფორტის ზონის დატოვება ხშირად მიხდებოდა. სწორედ ამ მოგზაურობაში გიწვევთ ჩვენთან ერთად.
როცა ნამუშევრის კონცეფციაზე ვმუშაობდი, ხელახლა ჩავეძიე მითოლოგიურ ამბებს დღევანდელი სოციალური ცხოვრების მღელვარე კონტექსტში. საბოლოოდ, ესაა ის ფარული დინება, რომელიც კვებავს ნაწარმოებს. „შიგნიდან“ გამოსვლა, ემოციებში „გაკვანძული“ და მათგანვე „გახსნილი“. ამ პროცესში ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყარო იყო სიდჰას სკულპტურის სიცარიელე და მარადიული სივრცე".
თბილისის მე-8 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 24 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერიდან 6 ოქტომბრამდე ხოლო, პროგრამა New - 27 სექტემბერიდან 1, 3 ოქტომბერამდე ჩატარდება. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის შეჯამება იქნება და 4-8 ოქტომბერის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, დაგეგმილია გამოფენების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა.
თბილისის ქუჩებსა და სხვადასხვა თეატრში მაყურებელი ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის თეატრების დადგმებს იხილავს.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის პროგრამის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები