შარვაშიძე აუდიტორია 115-ს: რასაც ვამბობ არ გადავდივარ
თსუ-ის ახლად არჩეულმა რექტორმა, გია შარვაშიძემ, დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გარე დაფინანსება უნივერსიტეტისთვის აუცილებელია და ეს მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა მოხდეს:
"ძალიან მინდა, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს გარე დაფინანსების. არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების, არამედ დონორებისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მეშვეობით."
უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს თსუ-ში არსებული სიტუაციის გამოსწორებას ჰპირდება:
"მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი რექტორობის პერიოდში ყველა ბაზა მოწესრიგდება. ყველა სასწავლო ბაზა, კვლევითი ბაზა და საცხოვრებელი. შეუძლებელია ნორმალური და სწორი საუნივერსიტეტო ცხოვრების გარეშე მოვიზიდოთ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ძალიან მოგვწონს, ან გავხდეთ ერთიანი ევროპული სივრცის წევრი. ან იმ ბავშვებმა, რომელთაც არ აქვთ საშუალება თბილისში დაიქირავონ ძვირად ბინა, რა დააშავეს?! მესმის ძალიან კარგად და ამას უნდა ვუპასუხოთ ყველამ ერთად. ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის თემა, სცილდება უნივერსიტეტის ზომას და ფინანსებს."
შარვაშიძის თქმით, რამდენიმე თვის წინ მიმდინარე მოლაპარაკებებს აუდიტორია 115-ის წევრებთან უკვალოდ არ ჩაუვლია და შეთანხმება ძალაში რჩება:
"რაც შეეხება იმ სამ მოთხოვნას, რაზეც შევთანხმდით [განათლების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში] სამივე შემთხვევაში, რასაც ვამბობ არ გადავდივარ, ძალიან ჯიუტი ვარ რაღაცებში. რაც შეეხება რეფორმირებას და რადიკალურ რეფორმირებას - თვითმმართველობა, ის საკითხი, რომ აუცილებელია პირდაპირი არჩევნები იყოს, რასაკვირველია ერთნაირი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველას. კარი არის ღია. ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შანსი, რომ ყველა ერთად დავსხდეთ და ერთობლივი ხედვა შევიმუშავოთ, როგორი უნდა იყოს სტრატეგია უნივერსიტეტის განვითარების. იქნება მცირევადიანი, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა. უნივერსიტეტმა უნდა იცოდეს ყოველ ჯერზე, შეასრულა თუ არ შეასრულა მორიგმა მმართველმა თავისი გეგმა. ეს მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ინდიკატორი იქნება გაზომვადი."
რექტორის განცხადებით, განვითარების სტრატეგია წლის ბოლოს მზად იქნება და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ყველა სტუდენტს შეეძლება.
დღეს, აუდიტორია 115-მა თსუ-ში დაგეგმილი ოფიციალური ცერემონია ჩაშალა. მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ მათი ძირეული მოთხოვნები რეფორმების შესახებ, არ შესრულდა. აუდიტორია 115-ის მოთხოვნებია:
- ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება;
- საუნივერსიტეტო ავტონომია;
- გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა;
- სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმა;
- უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად;
- სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები