ელექტრონული სახელმძღვანელოები და განათლების სისტემაში დაგეგმილი სხვა ცვლილებები
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე სასაუბროდ ჟურნალისტებს შეხვდა. მან განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის გაცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განათლების სისტემაში ისაა, რომ წელს სკოლის ყველა სახელმძღვანელოს ექსპლუატაციის ვადა გასდის და დაახლოებით ორ კვირაში მათ ხელახლა დაწერაზე კონკურსი გამოცხადდება. წიგნების გრიფირება, მათი შეძენა და მომავალ წელს მოსწავლეებისთვის შინაარსობრივად და ფიზიკურად ახალი სახელმძღვანელოების გადაცემა, სახელმწიფოს დაახლოებით 17-18 მილიონი ლარი დაუჯდება.
გრიფირება ყოველ წელს გამოცხადდება, რაც შესაძლებელს გახდის წიგნებში სიახლეები ყოველწლიურად შევიდეს. მინისტრის განცხადებით, წინასწარ 10 წლის მარაგი წიგნების დაბეჭდვას და გამოცემასთან შედარებით, ეს 15-17 პროცენტით მეტი დაჯდება.
ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში შობადობის ზრდამ სკოლებში ადგილების ნაკლებობაც გამოიწვია, ამას თან ერთვის ურბანიზაციის პროცესიც, მისი პირველკლასელების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს და ეს მეტად შესამჩნევი თბილისის სკოლებშია:
"გლდანის სკოლაში ბავშვის შესვლა ჰარვარდში მოხვედრაზე ძნელი გახდა. რეგიონებიდან ჩამოსულების რიცხვი განსაკუთრებით გარეუბნებში მატულობს: გლდანი, ვარკეთილი დიდი დიღომი, თუმცა მოსწავლეების რაოდენობა სხვა სკოლებშიც მატულობს"
მინისტრის გაცხადებით, ამ ეტაპზე აშენებულია 10 სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 100-ს და მიმდინარეობს 13-ის მშენებლობა.
შეხვედრაზე მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, გამომცემლობებმა მოსწავლეებს წიგნების ელექტრონული ვერსიები შესთავაზონ, რაც შესაძლებელს გახდის მოსწავლემ წიგნებთან პარალელურ რეჟიმში შეძლოს მისი გამოყენება. თუმცა, რამდენი დაუჯდება მშობელს მისი შეძენა, ამ ეტაპზე ცნობილი არაა.
მინისტრმა ასევე წარადგინა რამდენიმე სიახლე:
- დაინერგა ელექტრონული ჟურნალების გამოყენება, რაც ჟურნალში ჩასწორების შესაძლებლობას აღმოფხვრის;
- შემუშავდა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გავიგოთ რომელ სკოლაში რამდენი ბავშვის სწავლობს და სხვა ინფორმაცია. მისი პრეზენტაცია დაახლოებით 2 თვეში გაიმართება;
- 456 სკოლაში იმუშავებს ექიმის ოთახი;
- 1 300 სპეციალური მასწავლებელი 5775 შშმ მოსწავლეს ასწავლის;
- ამ ეტაპზე 1 185 სკოლის 65 ათასი მოსწავლე სკოლის ტრანსპორტით სარგებლობს;
ტრანსპორტით მასწავლებლების მომსახურებას რაც შეეხება, მინისტრი აცხადებს, რომ ეს ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდება, რადგან მოსწავლეებისთვის მომსახურება 17 მილიონი ლარი ჯდება, მასწავლებლების დამატების შემთხვევაში, კიდევ 8 მილიონის გამოყოფაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არაა.
მისი გაცხადებით, იგეგმება ასევე სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დანერგვაც, სადაც მოსწავლე ნებაყოფლობით შეძლებს დასწრებას, არ დაეწერება ნიშანი, არც აღრიცხვა მოხდება და მასწავლებელს სურვილის შემთხვევაში შეეძლება გაკვეთილი ჩაწეროს და საიტზე ატვირთოს, რისი ნახვის შესაძლებლობაც ახლადშექმნილ გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის საშუალებით ყველას შეეძლება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
დისკუსია: თქვენ რა საკითხი მიგაჩნიათ განათლების სისტემაში ყველაზე პრობლემურად?