პირველად ბრიტანეთის ისტორიაში, სამეფო ოჯახის წევრმა ქამინგ აუთი გააკეთა და საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა.

ელისაბედ მეორეს ბიძაშვილმა, ლორდმა აივარ მაუნთბატენმა, რომელსაც ყოფილ ცოლთან სამი შვილი ჰყავს, ღიად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. "სანამ დავქორწინდებოდი ჩემმა ცოლმა იცოდა, რომ ბისექსუალი ვიყავი. მან ეს, რა თქმა უნდა, გაგებით მიიღო და ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი", - ამბობს ლორდი მაუნთბატენი.

ფოტო: Rex Shutterstock

ლორდი ამჟამად მის ახალ პარტნიორთან, ჯეიმს კოილთან ერთად ცხოვრობს და როგორც თვად ამბობენ, უსაზღვროდ ბედნიერები არიან. წყვილმა ერთმანეთი შვეიცარიაში, თხილამურზე სრიალის დროს გაიცნო.

ფოტო: Les Wilson

"ჩემი მეუღლე პენი, ისევე როგორც სამეფო ოჯახი, ზუსტად ისე შეხვდა ამ ამბავს, როგორც მოველოდი - მათთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო", ამბობს აივარ მაუნთბატენი.

სამეფო ოჯახი აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ უფლებებს, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ პრინცი უილიამი ბრიტანული გეი ჟურნალის ყდაზე მოხვდა, რითიც ბულინგის მსხვერპლ ლგბტ თემს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. The Attitude დიდ ბრიტანეთში პოპულარული ჟურნალია, თუმცა მის გარეკანზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პირველად მოხვდა.

ფოტო: The Attitude

"არავინ უნდა გახდეს დაცინვის მსხვერპლი ჰომოსექსუალობის ან სხვა მიზეზის გამო" - უილიამის ეს სიტყვებია ჟურნალის ყდის მთავარი წარწერა.