ტელეკომპანია იბერიას გადაცემაში "პრიორიტეტი", პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა, პარტია რეფორმატორების ლიდერმა ირაკლი ღლონტმა და თოფაძე–მრეწველების ბლოკის წევრმა, ზაზა აგლაძემ, ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გადაცემის თემა იყო რუსული პროპაგანადა და რუსული გავლენა. ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენელმა პრორუსულ პარტიებს, მათ შორის გოგი თოფაძეს, პოლიტიკური კიკუები უწოდა, რასაც ზაზა აგლაძის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიტიკოსებმა ჯერ ერთმანეთს აგინეს, შემდეგ კი ჭიქებიც ისროლეს. გადაცემა მათი ჩხუბის გამო შეწყდა.