სააკაშვილი ფარულ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს, ოცნება კი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელსაც ის "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს:
"ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!".
ფარულ აუდიო ჩანაწერში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა, რომლებიც თითქოს საუბრობენ საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე. ჩანაწერში ისმის საუბარი რუსთაველის გამზირის კარვებით გავსებაზე, ივანიშვილის სახლთან აქციებზე, ასევე, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, თუმცა, თავად საუბრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს საუბარი რეალური არ არის და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დამონტაჟებული. ჩანაწერის ავთენთურობა ჯერ დადგენილი არ არის.
აკაკი ბობოხიძე, რომელიც, აღწერის მიხედვით ამ საუბრის ერთ-ერთი მონაწილეა, ჩანაწერს სასაცილოს უწოდებს:
"ბიძინა ივანიშვილი მოწყეტილია რეალობას. ეს ყველაფერი არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ ეს ავადმყოფი კაცი მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას. წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან და წელს ამ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ამ საუბარში ჩანს არ ვყოფილვართ. ეს შემადგენლობა გასულია საქართველოდან. ასე რომ, ეს საუბარი ვერ შედგებოდა ვერც ტელეფონით და ვერც პიროვნულად. ძალიან მარტივია და სუსმა შეიძლება რომ ამოიღოს საზღვრის კვეთის საბუთები".
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ხელისუფლებას რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს:
"ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა და მეტი რა უნდა იყოს. მე მართლა ვეუბნები, ვურჩევ გავიდნენ ხალხს დაელაპარაკონ და პრობლემებზე იზრუნონ, ამ სისულელეებს თავი დაანებონ".
მმართველი გუნდის წევრი, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაიკითხოს საუბარში მონაწილე ყველა პირი: "გამოძიება უნდა წარიმართოს და ყველა კითხვა დაისვას, თუ ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობს ან არსებობდა, მას შეიძლება ის შედეგი ჰქონდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული არის დასჯადი და ყველა პასუხს აგებს აუცილებლად. არავითარი საფუძველი არ არსებობს არანაირი გადატრიალებისა და თუ რევოლუციისა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს".
ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ნებისმიერი არეულობა მოაგვაროს:
"რაც შეეხება მოლოდინებს, მე მაქვს მოლოდინი, რომ წყნარი არჩევნები ჩატარდება. მე ვფიქრობ, ის გეგმები, რომლებიც არსებობს, ვერ იქნება რეალიზებული. ვფიქრობ, ამის ორგანიზატორები რეალობას არიან მოწყვტილები".
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები