ვინ, როდის და რატომ დატოვა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება
პაატა ბურჭულაძემ, რომელიც არჩევნებში ჩართვამდე საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი და ოპერის მომღერალი იყო, პოლიტიკაში მოსვლა 12 მაისს დააანონსა.
პარტიამ სახელმწიფო ხალხისთვის საქართველოს შეცვლის ამბიციით პირველი ყრილობა 28 მაისს გამართა. ყრილობაზე წარდგენილი მთავარი სახეების უმრავლესობა 4 თვეში პარტიაში აღარ არიან.
On.ge გთავაზობთ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან და ბლოკიდან გასული პირებისა და ჯგუფების თაიმლაინს და მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს.
ირაკლი გურჩიანი
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი გურჩიანი 10 ივნისს პირველი იყო, ვინც სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა. მან ამის შესახებ საზოგადოებას ფეისბუკიდან ამცნო, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია.
ნინო კუზანოვა
ნინო კუზანოვა, რომელმაც ყრილობაზე განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში იქნებოდა, მეორემ დატოვა პარტია. 17 ივნისს ინგა გრიგოლიას გადაცემაში მან განაცხადა, რომ პარტიის პროგრამა დასახვეწი იყო და ის მიუღებლად თვლიდა რამდენიმე ადამიანთან ერთად ერთ პარტიაში ყოფნას.
ამ მხრივ ივლისის თვე პარტიისთვის შედარებით მშვიდი იყო.
კახა ბუკია და ხობის ორგანიზაციის წევრები
9 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტიის ხობის ორგანიზაციის წევრებმა პარტიიდან წასვლა დააანონსეს. ამის მიზეზად მათ ის დაასახელეს, რომ სახელმწიფო ხალხისთვის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტია იყო.
იოსებ ხიმშიაშვილი და ისნის საარჩევნო შტაბის წევრები
ისნის საარჩევნო შტაბის 25-მდე წევრმა სახელმწიფო ხალხისთვის 17 აგვისტოს დატოვა. ამის მიზეზად მათ სხვა პარტიებთან არსებული მოლაპარაკებები და ფინანსური პრობლემები დაასახელეს.
ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები
17 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტიის რიგები დატოვეს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. მიზეზებზე საუბრისას მათ განაცხადეს, რომ უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილები და მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევდათ პარტიული დავალების შესრულება. მათი თქმით, ეს იმის ფონზე ხდებოდა, როცა "პარტიულ ელიტას ძვირადღირებული ვოიაჟები ჰქონდათ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ".
ზაზა ჭურღულია
17 აგვისტოს სახელმწიფო ხალხისთვის პარტია ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ დატოვა, რისი მიზეზიც პარტიის მემარჯვენეებთან, გირჩთან და ვაშაძის პარტიასთან შესაძლო გაერთიანება გახდა.
18 აგვისტოს ბურჭულაძის პარტია, გირჩი, ახალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდნენ, რაც ამ პარტიებიდან მათი წევრების გასვლის მიზეზი გახდა.
ზურაბ პინაიშვილი
ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა პაატა ბურჭულაძის პარტია 18 აგვისტოს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის მემარჯვენეებთან, გირჩთან და ვაშაძის პარტიასთან გაერთიანება დაასახელა.
თემურ ლურსმანაშვილი
ამავე დღეს დატოვა სახელმწიფო ხალხისთვის ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა თემურ ლურსმანაშვილმა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პარტიის წევრების მხრიდან ნაციონალებთან ურთიერთობა იყო.
ფოთის ორგანიზაციის წევრები
20 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტია ფოთში 30-მა წევრმა დატოვა, რის მიზეზადაც სახელმწიფო ხალხისთვის, გირჩის, ახალი საქართველოსა და ახალი მემარჯვენეების გაერთიანება დასახელდა.
არტუშ ამბარცუმიანი
21 აგვისტოს მოძრაობა პაატა-ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არტუშ ამბარცუმიანმა დატოვა. ამის მიზეზი ბურჭულაძის პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება გახდა.
მერაბ მეტრეველი
მერაბ მეტრეველმა პოლიტიკური გაერთიანება პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, 22 აგვისტოს დატოვა. მან ბრიფინგი პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართა და პარტიიდან წასვლის მიზეზად სახელმწიფო ხალხისათვის და ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანის გაერთიანება დაასახელა.
22 აგვისტოს პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სუსი პარტიიდან სუსტი ადამიანების გასვლაში დაეხმარა.
ზაზა მეფარიშვილი
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ბლოკი 31 აგვისტოს დატოვა, რის მიზეზადაც ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.
ხათუნა ლაგაზიძე
9 სექტემბერს პარტია დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ, ამის მიზეზად მან სიაში არ ყოფნა დაასახელა და პაატა ბურჭულაძე პარტიის გაყიდვაში დაადანაშაულა.
ნაზიბროლა ქობულაძე
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის 10 სექტემბერს დატოვა აჭარის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნაზიბროლა ქობულაძემ, ამის მიზეზად მან პარტიის ლიდერის მხრიდან თანაგუნდელების რჩევების არ-გათვალისწინება დაასახელა.
კაჭრეთის ორგანიზაციის წევრები
ბურჭულაძის პარტია 12 სექტემბერს დატოვა კაჭრეთის ორგანიზაციის 25-მა წევრმა, რის მიზეზადაც მათ გირჩთან, მემარჯვენეებთან და ვაშაძის პარტიასთან კოალიციური გაერთიანება დაასახელეს. პაატა ბურჭულაძის პარტიის განცხადებით, ისინი ქართულ ოცნებას შეუერთდნენ.
გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წასვლის შესახებ 13 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, ბურჭულაძის პარტია პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით იმართება და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
გიორგი თაქთაქიშვილი და ახალგაზრდული ორგანიზაციის 50-მდე წევრი
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა და თბილისისა და რეგიონის ორგანიზაციის კიდევ 50-მდე წევრმა პარტია 19 სექტემბერს დატოვეს. მათ მიერ დასახელებული მთავარი მიზეზი დაუფასებლობა და ბურჭულაძის მხრიდან პარტიის ვერ შენარჩუნება გახდა. ბურჭულაძის განცხადებით, თაქთაქიშვილი ხათუნა ლაგაზიძის მოყვანილი იყო და მანვე წაიყვანა.
წყალტუბოს ორგანიზაციის წევრები
22 სექტემბერს პაატა ბურჭულაძის გაერთიანება დატოვა წყალტუბოში ორგანიზაციის 30-მდე წევრმა, რის მიზეზადაც მათ დაუფასებლობა და ნაციონალების ყოფილ გუნდელებთან გაწევრიანება დაასახელეს.
აგიტ მირზოევი
პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა აგიტ მირზოევმა ბლოკი 27 სექტემბერს დატოვა, რის მიზეზადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან მისი ამოვარდნა დაასახელა.
გირჩი
27 სექტემბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე, პაატა ბურჭულაძის ბლოკი დატოვა გირჩმა. "პარტიას აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით" - განაცხადა გირჩმა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები