შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დღეს ცოტნე დადიანის ქუჩაზე ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

19 სექტემბერს თბილისში, ეს, ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების მეორე ფაქტია. რამდნიმე საათით ადრე დააყაჩაღეს გლდანის ფილიალიც, სადაც ეჭვმიტანილის დაჭერის დროს პოლიციის თანამშრომელი დაიჭრა.

ორივე ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.