10 ახალი ავტობუსი თბილისშია - ერთ-ერთის მძღოლი ქალი იქნება
დღეს, თბილისში, ვარდების მოედანზე, MAN-ის ახალი ავტობუსების პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე ევროკავშირის, შვედეთის განვითარების ფონდის, ევრობანკის და MAN-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, რომლებსაც ავტობუსში ასვლის მოთხოვნის შემდეგ, მძღოლი ასვლაში დაეხმარება.
მას ასევე აქვს გათბობის და კონდიცირების სისტემა. მერის განცხადებით, ავტობუსის მძღოლებისათვის ტრენინგების ჩატარების შემდეგ ახალი ავტობუსები 61 ნომრის ხაზზე, ბაგებიდან ბარათაშვილისკენ, დაიწყებენ მოძრაობას.
როგორც დავით ნარმანია აცხადებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ავტობუსები ბუნებრივ აირზე მუშაობს და გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხოა. მისი თქმით, 2017 წლის გაზაფხულისთვის საქართველოში კიდევ 133 ავტობუსი შემოვა:
"მოწოდების გრაფიკი იქნება შემდეგნაირი - 13 ავტობუსი ჩამოვა იანვარში, შემდეგი 60 თებერვალში, ხოლო ბოლო 60 - მარტში. როგორც კი ჩამოვა ავტობუსები, მალევე შევლენ ხაზზე".
პრეზენტაციაზე EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ამ ინიციატივაში გენდერული საკითხი გათვალისწინებულია და პირველ ათ მძღოლს შორის ერთი ქალია.
თბილისის მერის მრჩეველი ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში საჭირო €34 მილიონიდან, მიღებული €7 მილიონის კონტრიბუტორი ევროკავშირია. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ასევე ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, რომელმაც გარემოს დაცვასა და ქალაქში მანქანების შემცირების საჭიროებაზე ისაუბრა:
"ჩვენი აქცენტი გაკეთდა არამხოლოდ ტექნოლოგიაზე, არამედ სისტემურ ცვლილებაზეც. ჩვენ გვინდა ასეთი თანამედროვე, კომფორტული სატრანსპორტო პარკის საშუალებით ხალხი გადაეჩვიოს პირადი ავტომანქანებით სარგებლობას".
ჰერმანი განმარტავს, რომ ამით საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება დაკმაყოფილდება. "მოდით მეგობრებო, ამ ლურჯი ავტობუსებით გავამწვანოთ თბილისი", - ასე დაამთავრა მან თავისი გამოსვლა.
პრეზენტაციის დასასრულს საზოგადოებისა და მედიის საჩვენებლად ვარდების რევოლუციის მოედნიდან ბარათაშვილის მიმართულებით ორი ავტობუსი დაიძრა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები